ოლიმპიადის მიმდინარეობისას ჩატარდება მონაწილეთა ტესტირება, პროექტის მიერ შერჩეულ აქტუალურ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

ოლიმპიადისათვის პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო დარგების იდენტიფიცირების მიზნით, ტარდება შრომის ბაზრის და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო სექტორის (უმაღლესი და პროფესიული) კვლევა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში ხორციელდება აგრარული სფეროს სპეციალისტების დასაქმების სექტორში ყველაზე პრიორიტეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნების/პროფესიების იდენტიფიცირება და აგრარული პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სასწავლო პროგრამების - სილაბუსების, სალექციო კურსების და უმთავრესი სასწავლო ლიტერატურული რესურსების შესწავლა.

აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით ამ ეტაპზე 2023 წლის ეროვნული აგრარული ოლიმპიადისათვის შერჩეულია შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დარგები:

 

აგრონომია

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, ნიადაგის განოყიერება-აგროქიმია, ბიომეურნეობა, მეხილება, მებოსტნეობა, მევენახეობა, მემცენარეობა.

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 30 (30 მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 30 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 30 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 180

 

ვეტერინარია-მეცხოველეობა

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა ვეტერინარიაში: ცხოველთა ანატომია და ფიზიოლოგია, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შინაგანი არაგადამდები დაავადებები, მრპ-ის, ფრინველის, ღორის და ცხვრის დაავადებები - იდენტიფიკაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა;

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა მეცხოველეობაში - ცხოველთა კვება, მომშენებლობა, მეცხვარეობა (ცხვრის მოშენება, კვება ხორცის, მატყლის და რძის პირველადი გადამუშავება), მეფრინველეობა (ფრინველის მოშენება, კვება, კვერცხის, ხორცის წარმოება და პირველადი დამუშავება.), მეძროხეობა (სახორცე და მერძეული ძროხის მოშენება, კვება, ხორცის წარმოება და რძის პირველადი გადამუშავება), მეღორეობა (ღორის მოშენება, კვება და ხორცის წარმოება - პირველადი გადამუშავება).  

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 90 (30 მარტივი სირთულის ტესტი 1 ქულა; 30 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 30 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 180

მეცხოველეობა-ვეტერინარიის ნომინაციაში ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ტარდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტი („ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“) ფინანსური ფასილიტაციით. ოლიმპიადის მოცემულ ნომინაციაში ტესტების მნიშვნელოვანი ნაწილი შემუშავებულია აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული ლიტერატურული რესურსების და სახელმძღვანელოების გამოყენებით.

აღნიშნული ლიტერატურა, ტესტების შედგენისას გამოყენებულ სხვა ლიტერატურულ რესურსებთან ერთად წარმოდგენილია მოცემულ ბმულზე

მევენახეობა-მეღვინეობა

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ღვინის ტექნოლოგია, ღვინის დაყენების მეთოდები ვენახის მოცემულობის და აგრო-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ენოქიმია, მეღვინეობის რეგიონები, და ვაზის ჯიშები, ვენახის გაშენება და მოვლა, ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა, ღვინის დამუშავების  ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები და ღვინის ხარისხის ქიმიურ-ტექნოლოგიური კონტროლი;

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 45 (15 მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 15 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 15 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 90

 

სასურსათო ტექნოლოგია

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: კვების პროდუქტების ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდები, სურსათის უვნებლობა;

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 60 (20 მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 20 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 20 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 120

მეტყევეობა

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: ტყის ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა, ხელოვნური ნარგავების გაშენებისა და მართვის საკითხები, მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება, ნადირობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები;

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 60 (20 მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 20 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 20 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 120.

 

მექანიზაცია

ტესტებისათვის განსაზღვრული საგნები/თემატიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის-მანქანების კლასიფიკაცია და ფუნქციონირების ძირითადი, საბაზისო საკითხები.

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 30 (10 მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 10 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 10 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან -  60.

აგრარული ოლიმპიადა ფერმერებისათვის

ტესტებისათვის განსაზღვრული თემატიკა: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მემცენარეობა, ბიომეურნეობა 

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 45  (15მარტივი სირთულის ტესტი-1 ქულა; 15 საშუალო სირთულის ტესტი-2 ქულა; 15 რთული კატეგორიის ტესტი-3 ქულა);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი)
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 90

დამატებითი ინფორმაცია ფერმერების მონაწილეობასთან დაკავშირებით იხილეთ მოცემულ ლინკზე.

ტესტები

შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში მომზადდა ტესტები, სადაც წარმოდგენილია განსაზღვრული რაოდენობის ტესტ-კითხვები ოთხი სავარაუდო პასუხით (სამი არასწორი და ერთი სწორი). ტესტ-კითხვები სორტირებულია სამ კატეგორიად: მარტივი, საშუალო სირთულის და რთული. მარტივი კატეგორიის ტესტებზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, საშუალო სირთულის ტესტებზე სწორი პასუხი  - 2 ქულით, ხოლო რთული კატეგორიის ტესტ-კითხვაზე სწორი პასუხი კი ფასდება სამი ქულით.

ტესტები შემუშავდა ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ, შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებული სპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.

თითოეულ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგში ტესტები შეიქმნა შესაბამისი კომპეტენციის და სამეცნიერო ხარისხის მქონე ექსპერტების მიერ.

 

პოტენციური მონაწილეები

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მიზნობრივი კატეგორიებია:  

სპეციალისტი/მკვლევარი – პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში ან/და ეწევა კვლევით საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში (მათ შორის, მაგისტრანტი, დოქტორანტი);

სტუდენტი  – პირი, რომელიც იღებს განათლებას სოფლის მეურნეობის დარგში და აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტის, ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი რეგისტრაციის მომენტში;

ფერმერი – პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში და ეწევა ფერმერულ საქმიანობას;

მოსწავლე - 12-დან 18 წლამდე ასაკის საჯარო ან კერძო  საშუალო სკოლის მოსწავლე.

გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება ტესტირებისათვის შერჩეული დარგების მიხედვით. ანუ თითოეულ ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო დარგში ცალკეულად იარსებებს საპრიზო ადგილები და ცალკეულად იქნება შედგენილი გამარჯვებულთა რეიტინგები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირებს შეუძლიათ აირჩიონ მხოლოდ ერთი დარგი.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ძირითად ეტაპად:

პირველი ეტაპი წარმოადგენს ინტერესთა გამოხატვისა და რეგისტრაციის ფაზას. მიზნობრივ აუდიტორიას საშუალება ექნება მიიღოს და გაეცნოს ინფორმაციას ტესტირების წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესახებ. შემდგომში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პლატფორმაზე (ვებგვერდი). ასევე მნიშვნელოვანია ყველა მონაწილემ მიუთითოს საკუთარი სტატუსი რეგისტრაციის მომენტისათვის: ფერმერი, სტუდენტი,  ექსპერტი/სპეციალისტი.

მეორე ეტაპზე ტესტირება ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით. დარეგისტრირებული მონაწილეები გაივლიან ტესტირებას მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში. მეორე ეტაპის შემდგომ, შეირჩევა მინიმუმ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე, თითოეული სატესტო დარგის მიხედვით.

მესამე ეტაპზე ტესტირება ჩატარდება კონკრეტულ ლოკაციაზე ან ლოკაციებზე არადისტანციურად. იგი შეიძლება ჩატარდეს როგორც ელექტრონულად, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტესტირების პლატფორმის გამოყენებით, ასევე დაბეჭდილი ტესტებით.

საბოლოო გამარჯვებულები დარგების მიხედვით გამოვლინდებიან დაგროვებული ქულათა რაოდენობის შესაბამისად.

საერთო ჯამში გამოვლინდება 3 (I; II; III)  გამარჯვებული მონაწილე თითოეულ დარგში მითითებული სტატუსის შესაბამისად (სპეციალისტი/ექსპერტი, სტუდენტი, ფერმერი).

კონკურსანტების მიერ, ერთი და იმავე დარგში, თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, საპრიზო ადგილს დაიკავებს ის მონაწილე, რომელსაც „რთული“, ან "საშუალო სირთულის" კატეგორიის უფრო მეტ კითხვაზე ექნება სწორი პასუხი გაცემული. იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში მეათე და მეთერთმეტე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა დააგროვეს ქულების თანაბარი რაოდენობა, მეორე ტურზე ორივე მათგანის დაშვება მოხდება.

გარდა ამისა, შედგება რეიტინგი, სადაც ათივე მონაწილე იქნება წარმოდგენილი და თითოეული მათგანი რეიტინგში ადგილს დაიკავებს მის მიერ მეორე ტესტირებაში დაგროვილი ქულების მიხედვით.

გამჭვირვალობა

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დაინტერესებული აქტორების - უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, შესაბამისი პროფილის დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორების და მაქსიმალური ჩართულობის ფორმატების შემუშავება-განხორციელება. ასევე განსაკუთრებით აქტუალურია პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიმართულებით აქტივობები დაწყებულია და გაგრძელდება პროექტის განხორციელების პერიოდში.

აგრარული ოლიმპიადა მოსწავლეებისათვის

ეროვნული აგრო-ოლიმპიადის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში და მათი ცნობიერების ამაღლება, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული აგრო ოლიმპიადის ფარგლებში იგეგმება მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში. ამ მიზნით უშუალოდ მოსწავლეებისათვის ცალკე ჩატარდება აგრო-ოლიმპიადა.

მოსწავლეთა ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ასაკის პირებს - პროფილური კოლეჯების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.  

მოცემული სამიზნე კატეგორიისათვის შეიქმნა არსებულ სასწავლო საბუნებისმეტყველო საგნებთან მაქსიმალურად ადაპტირებული, შემეცნებითი ფორმატის მარტივი ტესტ-კითხვები.

მოსწავლეთა აგრარულ ოლიმპიადაში ოლიმპიადაში მონაწილეობის და გამარჯვებულთა გამოვლენის წესები ზრდასრულთა აგრარულ ოლიმპიადაზე არსებული წესების ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ მოსწავლეთა ოლიმპიადაზე იარსებებს ტესტირების მხოლოდ ერთი კატეგორია, რომელშიც მოცემული იქნება ტესტ-კითხვები ბუნების დაცვის (ეკოლოგიის), ბოტანიკის და ზოოლოგიის  სფეროებიდან.

მოსწავლეებისათვის შემუშავებულ ტესტებში არსებული ტესტ-კითხვების რაოდენობა შეადგენს 36-ს (12 მარტივი - სწორი პასუხი: 1 ქულა, 12 საშუალო სირთულის - სწორი პასუხი: 2 ქულა, 12 რთული - სწორი პასუხი: 3 ქულა).    

სამომავლო მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, იგეგმება მოსწავლეთა აგრო-ოლიმპიადის ფორმატის მაქსიმალური ადაპტირება სასკოლო ასაკის ახალგაზრდების სხვა სახეობის არსებულ ოლიმპიადებთან.   

 ზოგადი ინფორმაცია მოსწავლეების ტესტებთან დაკავშირებით

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი; 1-სარეზერვო);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 36 (6-6 კითხვა ზემოთ მოცემული თითოეული სფეროდან);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი);
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 72.

სავარჯიშო მექანიზმი

ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირებს ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად-ტესტებზე სავარჯიშოდ შეუძლიათ შევიდნენ მოცემულ ლინკზე, სადაც დარგების მიხედვით წარმოდგენილია ოლიმპიადის ტესტირებისათვის განსაზღვრული ტესტების მსგავსი ტესტ-კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: agro.olimpiada@gmail.com