სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაციისა და ასევე პროფილური კოლეჯების-პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა წარმოჩენა პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავებული იქნა მოსწავლეთა ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია და ჩატარების ფორმატი. 

აღნიშნული კონცეფციის მიხედვით უშუალოდ საჯარო სკოლების და პროფილური კოლეჯების  მოსწავლეებისათვის ცალკე ჩატარდება აგრო-ოლიმპიადა.

მოსწავლეთა ეროვნული აგრო-ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ასაკის პირებს - პროფილური კოლეჯების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.  

მოცემული სამიზნე კატეგორიისათვის შეიქმნა არსებულ სასწავლო საბუნებისმეტყველო საგნებთან მაქსიმალურად ადაპტირებული, შემეცნებითი ფორმატის მარტივი ტესტ-კითხვები.

მოსწავლეთა აგრო-ოლიმპიადაში ოლიმპიადაში მონაწილეობის და გამარჯვებულთა გამოვლენის წესები ზრდასრულთა აგრო-ოლიმპიადაზე არსებული წესების ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ მოსწავლეთა აგრო-ოლიმპიადაზე იარსებებს ტესტირების მხოლოდ ერთი კატეგორია, რომელშიც მოცემული იქნება ტესტ-კითხვები ბუნების დაცვის (ეკოლოგიის), მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის, მეცხოველეობის და ბიომრავალფეროვნების სფეროებიდან.

დამატებითი ინფორმაცია მოსწავლეთა აგრარული ოლიმპიადის შესახებ წარმოდგენილია მოცემულ ლინკზე