I რჩევა - გაეცანით ოლიმპიადაში მონაწილეობის წესებს

ოლიმპიადის მთავარი იდეა არის მონაწილეთა ცოდნის შემოწმება და წარმოჩენა ტესტირების საშუალებით. ტესტირებაზე ნაჩვენების შედეგების მიხედვით მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება და მათი პოპულარიზაცია-წარმოჩენა ეროვნულ დონეზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მარტივი პროცედურების გავლა, ანუ რეგისტრაცია ონლაინ-პლატფორმაზე.

პლატფორმაზე დარეგისტრირება ხდება ელექტრონულად და არის მაქსიმალურად გამარტივებული.

მაგრამ ამავე დროს, რეგისტრაციის პროცესში საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

პირველ რიგში აუცილებელია რომ სრულად მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი და შეავსოთ რეგისტრაციის ფორმის ყველა ველი.

რეგისტრაციის აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის სწორი მითითება, რადგან თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე დაგიკავშირდებიან და გაცნობებენ ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების თარიღს.

დამატებითი ინფორმაცია ოლიმპიადაში მონაწილეობის წესების შესახებ იხილეთ მოცემულ მისამართზე: http://www.agroolimpiada.ge/ka/page/rules

II რჩევა - გამოიყენეთ სავარჯიშო ტესტები

დარეგისტრირების შემდეგ შეძლებთ რომ გაიაროთ ავტორიზაცია, შეხვალთ სისტემაში, სადაც შეგეძლებათ ნახოთ ტესტების ნიმუშები თითოეულ დარგში და ივარჯიშოთ, ანუ გაიაროთ ტესტირება თქვენს მიერ ოლიმპიადისათვის შერჩეულ დარგში-სპეციალობაში.

აღსანიშნავია, რომ სავარჯიშო ტესტები შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან ჰგავს ოლიმპიადისთვის განსაზღვრულ ტესტებს.

შესაბამისად, ვარჯიში მნიშვნელოვნად დაეხმარება მონაწილეს როგორც ცოდნის გახსენებაში, ასევე ოლიმპიადის სიტუაციის და წესების უკეთ გაცნობაში.

III რჩევა - მიიღეთ მონაწილეობა ოლიმპიადის პირველი ტურის რეპეტიციაში

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება დისტანციურად, იგივე პლატფორმაზე, სადაც ხორციელდება მონაწილეთა რეგისტრაცია.

ტესტირებაში მონაწილეობის წესების უკეთ გაცნობის მიზნით, დაგეგმილია ოლიმპიადის პირველი ტურის რეპეტიცია. მისი მიმდინარეობის დროს გამოყენებული ოლიმპიადის პირველი ტურის ანალოგიური წესები. აქედან გამომდინარე ოლიმპიადის პირველი ტურის რეპეტიციაში მონაწილეობა იძლევა შესაბამისი გამოცდილების მიღების საშუალებას.

IV რჩევა - გაეცანით რეკომენდებულ ლიტერატურას

ეროვნული აგრარული ოლიმპიადისათვის განსაზღვრული ტესტები შემუშავდა ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ, შესაბამისი ფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებული სპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.

შესაბამისად, ცოდნის გახსენების და ოლიმპიადისთვის მომზადების მიზნით, რეკომენდებულია გაეცნოთ იმ ლიტერატურას, საიდანაც იქნა შედგენილი ოლიმპიადისათვის განსაზღვრული ტესტები.

აღნიშნული მასალების და ლიტერატურის სია წარმოდგენილია იმავე პლატფორმაზე, სადაც წარმოებს მონაწილეთა რეგისტრაცია.

V რჩევა - თვალყური ადევნეთ ოლიმპიადის ფეისბუქის გვერდზე წარმოებულ ინფორმაციას

პროექტის სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება არის ოლიმპიადის ფეისბუქის გვერდი, სადაც წარმოებს ინფორმაციის სისტემატური განახლება.

ამ გვერდზე დაიდება ნებისმიერი სახის სიახლე და ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, მათშორის ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურის ჩატარების თარიღების, გამარჯბელულებისათვის განსაზღვრული პრიზების და პროექტის განვითარების ეტაპების შესახებ.

გარდა ამისა,  ფეისბუქის გვერდის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ოლიმპიადის შესახებ საჭირო კონსულტაციები, დამატებითი ინფორმაცია და პასუხები თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე.