ეროვნული აგრო-ოლიმპიადის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში და მათი ცნობიერების ამაღლება, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული აგრო ოლიმპიადის ფარგლებში იგეგმება მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში. ამ მიზნით უშუალოდ მოსწავლეებისათვის ცალკე ჩატარდება აგრო-ოლიმპიადა.

მოსწავლეთა ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ასაკის პირებს - პროფილური კოლეჯების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.  

მოცემული სამიზნე კატეგორიისათვის შეიქმნა არსებულ სასწავლო საბუნებისმეტყველო საგნებთან მაქსიმალურად ადაპტირებული, შემეცნებითი ფორმატის მარტივი ტესტ-კითხვები.

მოსწავლეთა აგრარულ ოლიმპიადაში ოლიმპიადაში მონაწილეობის და გამარჯვებულთა გამოვლენის წესები ზრდასრულთა აგრარულ ოლიმპიადაზე არსებული წესების ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ მოსწავლეთა ოლიმპიადაზე იარსებებს ტესტირების მხოლოდ ერთი კატეგორია, რომელშიც მოცემული იქნება ტესტ-კითხვები ბუნების დაცვის (ეკოლოგიის), მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის, მეცხოველეობის სფეროებიდან.

მოსწავლეებისათვის შემუშავებულ ტესტებში არსებული ტესტ-კითხვების რაოდენობა შეადგენს 36-ს (12 მარტივი - სწორი პასუხი: 1 ქულა, 12 საშუალო სირთულის - სწორი პასუხი: 2 ქულა, 12 რთული - სწორი პასუხი: 3 ქულა).    

სამომავლო მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, იგეგმება მოსწავლეთა აგრო-ოლიმპიადის ფორმატის მაქსიმალური ადაპტირება სასკოლო ასაკის ახალგაზრდების სხვა სახეობის არსებულ ოლიმპიადებთან.   

 ზოგადი ინფორმაცია მოსწავლეების ტესტებთან დაკავშირებით

  • ტესტების რაოდენობა - 3 (1-პირველი ეტაპი; 1-მეორე ეტაპი; 1-სარეზერვო);
  • კითხვების რაოდენობა თითოეულ ტესტში - 36 (6-6 კითხვა ზემოთ მოცემული თითოეული სფეროდან);
  • სავარაუდო პასუხების რაოდენობა თითოეულ ტესტ კითხვაში - 4 (1 სწორი, 3 არასწორი);
  • ქულების მაქსიმალური რაოდენობა ერთი ტესტიდან - 72.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: agro.olimpiada@gmail.com